ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე სხდომები დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობს.

ამჯერად, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფრაქციებმა ერთობლივ სხდომაზე, დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში განიხილეს.

საკრებულოს წევრებს მიესალმა და საბიუჯეტო პროცესში, სრული რეკომენდაციების გათვალისწინებით, აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

დეპუტატების შეკითხვებს მერიის საფინნასო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

მსგავსი სტატიები