ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, დღეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა.
ბიურომ ოთხ საკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია შეისწავლის და მორიგ სხდომაზე ბიუროს წარუდგენს დასკვნებს: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცების თაობაზე.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა:
,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების”, ასევე, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0.5%-ის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის გათვალისწინებით ,,ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში“ – მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფების უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ სამართლებრივი აქტების პროექტები.
მსგავსი სტატიები