ბიუროს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში დამატებით რამდენიმე საკითხი ასახა.

საკრებულო იმსჯელებს: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე.

საკრებულო კენჭს უყრის ღია მართველობა-პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგის ჩარჩოს დამტკიცების შესახებ, განკარგულების პროექტის დამტკიცებას.

ბიუროს გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა საკრებულოს დარგობრივი კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში.

საკრებულოს სხდომა 28 დეკემბერს 11:00 საათზე, სხდომათა დარბაზში გაიმართება.

მსგავსი სტატიები