საკრებულოს მიერ მოწონებული ინფრასტრუქტურული პროექტები

ოზურგეთის საკრებულომ, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021-2022 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე, განკარგულება დაამტკიცა.
საკრებულომ შემდეგი პროექტები მოიწონა:
ქ. ოზურგეთში ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევის მოასფალტება (571 გრძ.მ);
ქ. ოზურგეთში დამენიას ქუჩის მოასფალტება (158 გრძ.მ);
სოფ. გაღმა დვაბზუ – დაბა ნასაკირალის I რაიონის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია (1890 გრძ.მ);
სოფ. ლიხაური – სოფ. მაკვანეთის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია (5165 გრძ.მ).

მსგავსი სტატიები