ანგარიშების მოსმენა დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ, 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშებს ისმენს.
ბიუროს სხდომაზე გაწეული საქმიანობა უკვე შეაჯამეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელებმა.
სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, ა(ა)იპ-ებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე და საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხეს.
ბიურომ, საკრებულოს სახელით განსაკუთრებული მადლობა გამოხატა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმართ, COVID -19 -თან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის და გაწეული საქმიანობისთვის.
ბიუროს სხდომა გრძელდება, ანგარიშების წარდგენა სამი დღის განმავლობაში გაიმართება და ის პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე გადაიცემა.

მსგავსი სტატიები