ბიუროს სხდომაზე განხილული საკითხები

ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დააზუსტა.
ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულო განიხილავს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანას;
ქ. ოზურგეთში მეცნიერების ქუჩა N16-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობა-ნაგებობის, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, ის მორიგი საკითხია, რომელიც საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა. პროექტზე იმსჯელა და დასკვნა მოამზადა დარგობრივმა კომისიამ.
საკრებულო იმსჯელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით შპს. ,,სატისი“-სთვის და ქალაქ ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე (46,2 კვ.) ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
ბიურომ განიხილა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი. გადაწყდა, რომ დადგენილების პროექტს საკრებულო, ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებების პროექტთან ერთად განიხილავს.
ბიურომ, დღეს სხდომაზე მოუსმინა ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი იმ პეტიციის ავტორს, რომელიც სოფელ ოზურგეთში სასმელი წყლისა და შიდა გზების მოწყობას ეხება. ბიუროს გადაწყვეტილებით პეტიციის განხილვა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიას დაევალა, კომისის დასკვნა პეტიციიასთან ერთად მერიას გადაეგზავნება, ხოლო ყველა პროცედურისა და რეაგირების შესახებ ავტორის ინფორმირება ოპერატიულად მოხდება.
სხდომის დასასრულს, ბიურომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადება მოისმინა. ფრაქციის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარეს ბესიკ ქათამაძეს, თორნიკე გოგუაძე ცვლის. ინფორმაციას საკრებულო ცნობად მიიღებს.
საკრებულოს მორიგი სხდომა7 აპრილს 12 საათზე დაიწყება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი