ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიურომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
დღის წესრიგში აისახა:
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021-2022 წლებში,
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,
განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების
მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტი.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე უძრავი ქონების
მიწის სახელმწიფო
საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების
სერვიტუტის გამოყენებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის
მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტები;
საკრებულო იმსჯელებს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე და ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშზე.
სხდომის დღის წესრიგში შევიდა სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში
მდებარე ქუჩისათვის „ნოდარ დუმბაძის“ და სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში
მდებარე ქუჩისათვის „ალექსანდრე ღლონტის“ სახელის მინიჭების შესახებ“ პროექტები.
ბიურომ კიდევ ერთ ელექტრონულ პეტიციაზე იმსჯელა, რომელიც სოფ. ბაილეთის
ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კონჭკათის ადმინისტრაციული
ერთეულის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ეხება. პეტიცია რეაგირების მიზნით მერიას გადაეგზავნა.
საკრებულოს სხდომა 28 მაისს 12 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი