ბიუროს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.

სხდომის დღის წესრიგში დღეს დამატებით სამი საკითხი ასიახა. ესენია:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ღია მმართველობა საქართველოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში;

ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერისთვის – „არსენ კეჭაყმაძის“ სახელის მინიჭების თაობაზე, განკარგულების პროექტი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა კომუნიციკაციის ხაზობრივი ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, სამართლებრივი აქტის პროექტი.

საკრებულოს მორიგის სხდომა 7 ივლისს 11 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი