ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.

ბიურომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინადადების გათვალისწინებით, დღის წესრიგიდან ამოიღო განკარგულების პროექტი ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ.

დღის წესრიგში აისახა შემდეგი საკითხები: მუნიციპალიტეტის „მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ და საკრებულოს 2023 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა 27 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სტატიები