საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის შედეგების განხილვა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტის “გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში ჩატარებული საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის განხორციელების მესამე მონტორინგის შედეგები განიხილეს.

შეხვედრას ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს წევრებთან და აპარატის საჯარო მოხელეებთან ერთად დაესწრო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული საქმიანობა, ა(ა)იპ „განათლებისა და
თანასწორობის ცენტრის“ და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ, იმერეთის მხარის
მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

„განათლებისა და
თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მონიტორინგის შედგები დეტალურად წარუდგინეს. აღინიშნა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო რეფორმის მიმართულებით წარმატებით მუშაობს და მისასალმებელია ყველა ის აქტივობა, რომელიც საკრებულოს აპარატის უშუალო ჩართულობით ამ კუთხით ხორციელდება.

პროექტი ” “გურიის, იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი