მუნიციპალიტეტმა ვიცე ჩემპიონ იური ლომაძეს ფულადი ჯილდო გადასცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ინიციატივითა და ოზურგეთის მერიის მხარადჭერით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ვიცე ჩემპიონს იური ლომაძეს, მიღწეული წარმატებისთვის 2 000 ლარი, დღეს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გადაეცა. ფრაქცია “ქართული ოცნება” ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც შემდგომში წარმატებული სპორტსმენების, ევროპის, მსოფლიო პრიზიორების, ოლიმპელი ჩემპიონებისა და მათი მწვრთნელების მუნიციპალიტეტის მხრიდან ერთჯერადად ფულადი ჯილდოს გადაცემას ეხება. საკრებულოს ფრაქციამ, აღნიშნული ინიციატივით მერიას უკვე მიმართა, შემუშავდება ფულადი ჯილდოს გაცემის წესი, რომელიც სამომავლოდ ბიუჯეტში აისახება. „ ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დავაფასოთ ყველა იმ სპორტსმენის მიღწევა, რომლებიც ჩვენ მუნიციპალიტეტს, ქვეყნას მსოფლიო მასშტაბით ასახელებენ. ფრაქციის ეს ინიციატივა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიაც უჭერს მხარს, სწორედ ამას ემსახურება“ – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ საკრებულოს მორიგ სხდომაზე.

მსგავსი სტატიები